მდინარაძე: სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს.

„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს. მისი მხრიდან ეს საქართველოში აღარ მოხდება და იმედია, უკრაინელები მალე გაიცნობენ. მართალია, ჩვენ უფრო დიდი ხანი ველოდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმე არის გადაგზავნილი. საბოლოო ჯამში, შედეგი დამოკიდებული იქნება უკრაინულ მხარეზე. საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარია. სააკაშვილი ვერ შეძლებს, რომ საქართველოში აქტუალური გახდეს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოში იქნება თუ არა პატიმარი, ამით პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვლება“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის დაკავება უკრაინის პრემიერის საქართველოში ვიზიტის შედეგია- ბიბილაშვილი
შემდეგი სტატიაბრალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სააკაშვილს წარუდგენენ 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს