სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე, ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.

„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

„სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო, დაწყებულ პროცესზე შემოსვლა უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

„მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ დღევანდელ პროცესს“, – დასძინა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა