სააკაშვილი საყვარელიძის განთავისუფლებაზე

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა

ოდესის მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, გენპროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის განთავისუფლების ფაქტს ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: “მე ვარ იმის მოწმე, რომ როცა დავით საყვარელიძე ოდესაში დანიშნეს, პრეზიდენტმა მას მისცა მანდატი მე დამხმარებოდა მაფიასთან ბრძოლასა და წესრიგის დამყარებაში. მან მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა კივალოვის მახინაციებთან დაკავშირებით, ოდესის მხარეში ქალაქის მერების წინააღმდეგ, ასევე პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
დღეს მისი განთავისუფლების საფუძველია წერილი, რომელიც ხელმოწერილია ოდესის მთავარი მაფიის კივალოვისა და საერთაშორისო თაღლითის გოლუბევის მიერ. პრეცენტდენტს, როცა პროკურორს ადგილობრივების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე უშვებენ, მით უმეტეს, როცა ის სეპარატიზმში და კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, ძალიან მძიმე შედეგები მოყვება.
ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას არაორაზროვნად, გარკვეულად და მკაცრად. და არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს სასარგებლოდ იქნება, არამედ სახელმწიფოებრიობის, ერთიანობისა და უკრაინის დიადი მომავლის გამო” – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიანკარა გერმანულ ტელეარხზე ერდორანზე გაკეთებულმა სატირულმა გადაცემამ აღაშფოთა
შემდეგი სტატია„დაშალე, გადაიტანე და ააწყე” – ბიძინა ივანიშვილის ახალი წინასაარჩევნო სტრატეგია