„დაშალე, გადაიტანე და ააწყე” – ბიძინა ივანიშვილის ახალი წინასაარჩევნო სტრატეგია

„დაშალე, გადაიტანე და ააწყე

რა არის საჭირო არჩევნების მოსაგებად? – თანხა, მედიასივრცის კონტროლი და სწორი სტრატეგია. პირველ ნაწილში, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს. რაც შეეხება საინფრომაციოა სივრცეს, ამ შემთხვევაში, უკვე დაწყებულია სარტელევიზიო კომპანიების შესყიდვის პროცესი მესამე პირთა მეშვეობით.
რჩება სტრატეგია, თუმცა 7 მილიარდის მფლობელს სტრატეგიის ყიდვაც არ გაუჭირდება და, როგოც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, “პროდუქტი” უკვე ნაყიდია. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის პერიოდში მშვენივრად გაართვა თავი წლის ტკეპნას, ახალი, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა და არჩევნებამდე „ნაციონალების“ გინებით მიგორდა, რაც მომავალი არჩევნებისთვის რისკფაქტორია.
ბიძიან ივანიშვილი კი ვეღარ გარისკავს და პარლამენტში უმრავლესობის მისაღწევად სხვა მეთოდებს გამოიყენებს.
რა არის ახალი სტრატეგიის მთავარი „მოტო“? ახალი წინასაარჩევნო სტრატეგიის მთავრი ნაწლი არჩევნების წინ კოალიციის დაშლა და ცალკე პოლიტიკურ სუბიეტებად გაყვანაა პარლამენტში, სადაც შემდგომ სხვა ტიპის კოალიციურ ხელისუფლების შექმნის იმიტირება მოხდება. ხმა, რომ „რესპუბლიკელები“ ცალკე გადინ და თვით კოალიციაში არსებული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არჩვენებზე შესაძლებელია ყველა პარტიამ ცალკე მიიღოს მონაწილეობა, ამ სტრატეგიის გამიზნული ნაწილია. როგოც ზემოთ იყო აღნიშნული, არჩევნების მოსაგებდა სამი რამაა საკმარისი და ეს სამივე აუცილებელი კომპონენტი ბიძინა ივანიშილის ხელშია.
ის, რომ მაგალითად, „რესპუბლიკელებს“ ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტს თანხით და საინფრომაციოს სივრცის დათმობით “დაეხმარება”, გარანტიას იძლევა ბიძინა ივანიშვილის “ოცნების” სხვა შეფერადებული, გაფილტრული სახით საპარლამენტო უმრავლესობის მისაღწევად.
მოკლედ, დაშალე, გადაიტანე და ააწყე.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი საყვარელიძის განთავისუფლებაზე
შემდეგი სტატიამედიას EgyptAir-ის მგზავრი გამტაცებელში აერია