სააკაშვილი: ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და ვლადიმერ პუტინის დავალებით სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა სურდათ.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, დღევანდელი გადმოსახედიდან სხვანაირად მოიქცეოდა.

„მაშინ, 26 მაისს, დაიღუპა პოლიციელი, რაციაში თქვეს, რომ პოლიციელი მოკლეს, ჩვენიანი მოკლეს და უკვე პოლიციაზე კონტროლი აღარ იყო. პოლიციელი მასურაშვილი. მისი დედა ცოცხალია. ვიდეოა გადაღებული, როგორ გადაუარა მას მანქანამ. არც ჩემი ნათესავი იყო ის, არც ახლობელი, ქართველი პოლიციელი იყო. მირეკავს თემურ ჯანაშია და მეუბნება, რომ პოლიციას ვერ ვაკონტროლებ და ყველა გასასვლელი ჩაკეტილიაო. ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ გაეხსნა გასასვლელი და ვისი გაყვანაც შევძელით, გავიყვანეთ. პოლიცია უნდა იყოს ბევრად უფრო ფრთხილი, სახელმწიფო უნდა იყოს ბევრად უფრო მშვიდი.. დღეს არ არსებობს ერთი სიმართლე – თქვენი სიმართლე თქვენი სიმართლეა, მაგრამ ჩვენი სიმართლეცაა, რომ ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა, თუმცა ახლა, ამ გადასახედიდან, იგივეს აღარ გავაკეთებდი“ ,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით