სააკაშვილი: ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა

ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ექიმები ეუბნებიან, დაავადება მას აგვისტოს ომის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა.

„ლეგენდარულ ბოტოქსს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ ვიცი, შეცდომაა ეს ამათი სამსახურის. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს თუ იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ არ იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დამემართა, როგორც ექიმები ამბობენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია
შემდეგი სტატიადეგნანი – როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს