უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია – ლავროვი

უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებაზე იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინაში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. სიტუაცია იქ არც დღეს, არც გუშინ გართულებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიტუაცია გარკვეულწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების ნატო-ს გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად, ერთპოლუსიანი სამყაროს დამტკიცებით“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ეს გაკეთდა რუსეთის შესაკავებლად და უკრაინა პლატფორმად გამოიყენებოდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე, მისი ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიაგაერო მზადაა მარიუპოლში თავისი ლოგისტიკური რესურსების მობილიზებისთვის – გუტერეში