სააღმზრდელო პროცესი თბილისის კიდევ ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში შეწყდა

სააღმზრდელო პროცესი თბილისის კიდევ ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში შეწყდა – 64-ეში.

შენობის ავარიულობაზე ექსპერტიზის ბიურომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ზეპირსიტყვიერად აცნობა. დასკვნის მომზადებას 5 დღე დასჭირდება, მანამდეც ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია.

გუშინ ფუნქციონირება შეწყვიტა მე-19, 84-ე, 125-ე ბაღებმა. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმად, შენობების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის, შენობებს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.

სააგენტომ დაიწყო მონიტორინგი, მოითხოვა შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით.

შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

აღსაზრდელები სხვა ბაღებში გადანაწილდებიან. დაიწყება შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
შემდეგი სტატია26 -27 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ციტრუსში , საერთაშორისო საინვესტიციო ფონდ ,,GLOBAL FUND OF NEW TECHNOLOGIE” -ს დამფუძნებლები გამართავენ პრეზენტაციას