რვა ქართული შენობა ევროპის პრესტიჟულ არქიტექტორულ პრემიაზეა წარდგენილი

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტორულ პრემიაზე რვა ქართული შენობაა წარდგენილი, მათ შორის „ბლექ სი არენა“, – ინფორმაციას „ბლექ სი არენას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა გამოაცხადეს იმ არქიტექტორული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის პრიზს – Mies Van Der Rohe–ს ჯილდოს მიიღებენ.

Mies Award–ის ვებგვერდი განმარტავს:

„ჯილდოს მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ხარისხისა და თავად არქიტექტურის მნიშვნელობის შესახებ, ტექნოლოგიური, სამშენებლო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ესთეტიკური კუთხით. არქიტექტურას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სამშენებლო ბაზარს, სოციალური ცვლილების მოხდენა შეუძლია და კულტურული მესიჯის მატარებელია, ხოლო ხარისხი განსაზღვრავს შენობის უნივერსალურ ფასეულობებს: საგნების შინაარსს, ვიდრე მათ ფორმალურ დანიშნულებას.

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ამ ჯილდოზეა წარდგენილი, რვა ქართული შენობაც მოხვდა, მათ შორის შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე „ბლექ სი არენა“. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა.

ჟიური გამარჯვებულს 2019 წლის 7 მაისს, ბარსელონაში დაასახელებს“

banner
წინა სტატიაშიგუდაურში 2019-2020 წლებში ახალი სასტუმროები აშენდება
შემდეგი სტატიაახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია