რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან კავშირი გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში,, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი ციხის ჩანაწერის გამოძიებაში, პროკურატურას არ ენდობიან”
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – სრულიად ნათელია, რაც ხდება და რა როლი აქვს მირზა სუბელიანს