რუსულმა ძალებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუსებმა გორსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს. მათ დაარტყეს სკოლის შენობას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განვახორციელეთ,“- აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამასთან, მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თავდასხმის შედეგად ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. რუბეჟნოეში – სამი მაღალსართულიანი შენობა, ლისიჩანსკში – ორი. სევეროდონეცკში – სასტუმროს შენობა და ერთი მაღალსართულიანი შენობა.

banner
წინა სტატიაშიმენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის – თიბისი დაზღვევის ახალი დაფარვა
შემდეგი სტატიარუსეთში, ბელგოროდის ოლქში “ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე” გამოცხადდა