რუსეთში, ბელგოროდის ოლქში “ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე” გამოცხადდა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ტერორისტული საფრთხის “ყვითელი დონე” მოქმედებს. ამის შესახებ გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტული საფრთხის “ყვითელი დონე” 25 მაისამდე იმოქმედებს. მიზეზი მას არ დაუსახელებია.

ბელგოროდის ოლქში რამდენჯერმე გაჩნდა ძლიერი ხანძარი. 27 აპრილს საბრძოლო მასალის საცავი დაიწვა, პირველ მაისს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტი, ორ მაისს კიდევ ორი აფეთქების ხმა გაიგეს.

წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს
შემდეგი სტატიაბორელი – ევროკავშირი ვერ გახდება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში – საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა