რუსულმა ძალებმა ავდიივკა დაბომბეს, დაიღუპა 7 და დაშავდა 9 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 9 კი – დაშავდა, – ინფორმაციას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში ავრცელებს.

„დილით, რუსმა ბოროტმა სულებმა კიდევ ერთხელ მოიტანეს სიკვდილი ჩვენს მიწაზე, როგორც ყოველთვის ბოროტად, მალულად, პიკის საათებში, ტანკებითა და რეაქტიული სისტემებით ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. დაიღუპა 7 და დაშავდა 9 ადამიანი“, – წერს ბარაბაში „ტელეგრამში“.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მერის მოადგილე სამართალდამცველებს გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ, საელჩოებს კი გამოძიებაში ჩართვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას, ჩვენ საპასუხო არაფერი გვაქვს