რუსულმა ავიაციამ სირიის დეესკალაციის ზონა დაბომბა

რუსულმა ავიაციამ სირიის დეესკალაციის ზონა დაბომბა. სააგენტო reuter-ის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა გვიან ღამით მეამბოხე ძალების პოზიციებზე მიიტანეს იერიშები. საუბარია ისრაელისა და იორდანიის მოსაზღვრე რეგიონზე, სადაც ასადის არმიამ სამხედრო ოპერაციის ჩატარება 4 დღის წინ დაიწყო.

ოპერაციაში სირიის სამთავრობო ძალების არტილერია და ავიაციაა ჩართული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იორდანიისა და ისრაელთან მოსაზღვრე რეგიონზე იერიშები მიიტანა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისაუდელმა ქალებმა მანქანის ტარების უფლება ოფიციალურად მიიღეს
შემდეგი სტატია,,პრემიერმა მთავრობის სტრუქტურულ დაყოფაზე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებისას განსხვავებული მოსაზრებებიც გაითვალისწინა”