რუსული პროპაგანდისტული მანქანა HTB+ საქართველოში ვერ შემოვა

“NTV +”-ისთვის ავტორიზაციის გაუქმებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ეხმაურებიან. ნიკა რურუას თქმით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შედეგია.

მისი თქმით, “NTV +” რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი ინსტრუმენტია და ამ ტიპის არხების შემოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

„მათ სამიზნეში ჰქონდათ ამოღებული მილიონამდე ქართული ოჯახი იმისთვის, რომ განეხორციელებინათ თავიანთი პროპაგანდისტული საქმიანობა საქართველოში. საოცარია, მაგრამ მათ მოიპოვეს მარეგულირებლისგან ავტორიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი პროტესტის შედეგად გაუქმდა. “NTV +” წარმოადგენს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთერთ მთავარ საცეცს და მათი საქართველოში შემოშვება პირდაპირ კონფლიქტშია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან, “ – განაცხადა ნიკა რურუამ.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “NTV +”-ს ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ცნობით, ავტორიზაციის შეჩერება რუსულმა სახელმწიფო ტელეოპერატორმა თავად ითხოვა, თუმცა მიზეზები არ კონკრეტდება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/1960172624024032/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე : ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს გააძლიერებს
შემდეგი სტატიაპოლიტსაბჭოში დაგეგმილი ცვლილებები – კალაძის თქმით, ის „ქართული ოცნების” გენერალურ მდივნად დარჩება