ჯანელიძე : ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს გააძლიერებს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევას მიესალმება.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა, პარტიას და ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს გააძლიერებს.

„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია, რადგან ის, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიის შიგნით ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს.

დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევა პარტიის და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას მოემსახურება. ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად, ჯანელიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიარუსული პროპაგანდისტული მანქანა HTB+ საქართველოში ვერ შემოვა