პოლიტსაბჭოში დაგეგმილი ცვლილებები – კალაძის თქმით, ის „ქართული ოცნების” გენერალურ მდივნად დარჩება

„რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება“ – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
“ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს ამცირებს, თუმცა, კახა კალაძეს თქმით, ცვლილებების მიუხედავად, ის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივნად კვლავ დარჩება.
თბილისის მერი ასევე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს. კალაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ გუნდში კრიზისი არ არის და საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.
„არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს. შეიძლება გარკვეულ ძალებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, კრიზისი, თუმცა, მე რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს,“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსული პროპაგანდისტული მანქანა HTB+ საქართველოში ვერ შემოვა
შემდეგი სტატიათუ ჩათვლის პარტია, რომ არ არის სოფო კილაძე საჭირო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მექნება – სოფო კილაძე დაანონსებულ ცვლილებებზე