რუსული მედია – ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფება. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru პოლიტოლოგ არკადი დუბნოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დუბნოვი ასევე აღნიშნავს, რომ ნაზარბაევის ნათესავი კაირატ სატიბალდი, დუბაიში დააკავეს.

7 იანვარს პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა დატოვეს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ნურსულთან ნაზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია