„რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი საბჭოთა ინსტიტუტი, რომელიც არ იყო რეფორმირებული“

„რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი საბჭოთა ინსტიტუტი, რომელიც არ იყო რეფორმირებული“

kiriliრუსული მართლმადიდებლური ეკლესია (რმე) ფსონს უშიშროების სამსახურზე (ФСБ-КГБ) დებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებლური რწმენის აღმავლობა პუტინის წასვლის შემდეგაც გაგრძელდება. რუსეთის პატრიარქის, კირილეს გავლენა მართლმადიდებლურ მრევლზე, რომელიც 100 მილიონამდეა, ძალიან დიდია. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის (რმე) არაკეთილსინდისიერი ალიანსი კრემლთან უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში უშიშროების ყოფილი კადრი ვლადიმერ პუტინი მოვიდა. თუმცა ყოფილი სუკელები არ არსებობს.
ცოტა უცნაურიც შეიძლება იყოს ეკლესიის და სახელმწიფოს ასეთი მჭიდრო ურთიერთობა თუ გავიხსენებთ, რომ არც თუ შორეულ წარსულში, საბჭოთა უშიშროების სისტემის შექმნის პირველივე დღიდან რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, მიზანმიმართულად იდევნებოდა და საბჭოთა ტერორის წნეხის ქვეშ იყო.
„რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი საბჭოთა ინსტიტუტი, რომელიც არ იყო რეფორმირებული“ – თქვა ერთმა სასულიერო პირმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გასაჯაროვება რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით, რასაც დღესაც აქვს ადგილი რუსეთში.
რმე ღიად ქადაგებს რუსეთის იმპერიული ამბიციების აღდგენაზე მისი პატრიარქის, კირილეს სახით, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ანექსიონისტურ მოქმედებებს ყირიმში და საერთოდ, უკრაინაში. უფრო ადრე, რუსი მართლმადიდებელი მოძღვარ-მამაოები 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომში სამხედროებისთვის და მძიმე ტექნიკისთვის კურთხევას არ იშურებდნენ.
რუსეთის ტელევიზიით ხშირად აჩვენებენ მღვდელმთავრებს, რომლებიც წმინდა წყლით აკურთხებენ ბომბდამშენებს, ზოგჯერ კი ბირთვულ იარაღსაცბოეგოლოვკი. ამას წინათ, რმე-მ მხარი დაუჭირა და გაამართლა პუტინის შეტევა დემოკრატიაზე – გასულ წელს, მაღალი საეკლესიო წოდების არქიეპისკოპოსმა სამართალდამცველები პრავოზაშიტნიკი – მოღალატეებს შეადარა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი და საპატრიარქო არსებობს სახარებიდან და მსოფლიო ეკლესიებიდან გამომდინარე და მას სულ სხვა ლეგიტიმაცია გააჩნია
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ პარტიას” კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს