“პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“.
2012 წელს “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. გასულმა დღეებმა კი დაამტკიცა, რომ „ოცნება“ არის ძალადობრივი, უსამართლო პოლიტიკური გაერთიანება. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს. ასევე, თუ ოცნება „გაიფორმებს“ გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვიუქმდება, ქვეყანა რუსეთის და ირანის სატელიტად იქცევა და დაკარგავს პერსპექტივას და სუვერენიტეტს.
და რა არის გამოსავალი? 1. მშვიდობიანი, არაძალადობრივი სამოქალაქო პროტესტი დღევანდელი დღიდან არჩევნების დღემდე. 2. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ოჯახის წევრები და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ ნებისმიერ ძალას, “ოცნების” გარდა!” – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი.