რუსული ეკლესიის პასუხი ურკაინის რადას

რუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებს

რუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებსრუსული მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული და საერთაშორისო უფლებები დაარღვია, მიმართა რა მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს მოწოდებით, უკრაინის მართლმადიდებელი ტაძრის დამოუკიდებლობა აღიაროს.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფლების უფროსმა, ვლადიმირ ლეგოიდმა განაცხადა, რომ რადას მიერ მიღებული დოკუმენტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ასევე გამოიხატა დისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, მისი სტატუსის რეგულირებისას, ტაძრების მითვისებაში და სხვა. “ეს ყველაფერი სასამართლო განხილვას იმსახურებს” – განაცხადა ლეგოიდმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. შესაბამის დადგენილებას 345-მა დეპუტატმა უყარა კენჭი.
მიმართვა სახალხო დეპუტატებმა მსოფლიო ეკლესიის კრების მისადგომებთან გააკეთეს.
სახალხო დეპუტატები მსოფლიო პატრიარქს საკუთარ სიტყვას ახსენებენ, რომელიც მან 2008 წელს, უკრაინაში ვიზიტისას თქვა და აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა ეკლესიამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ აუცილებელი ავტოკეფალია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ სრულიად მართლმადიდებლური კრება კრეტაზე დღეს იწყება. მასში ქართული ეკლესია არ იღებს მონაწილეობას, ისევე, როგორც რუსული ეკლესია.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მაშველებმა სოფელ შინდისში 3 მამაკაცი გადაარჩინეს
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფოსთვის დამაზიანებელს უწოდებს