რუსთავში, მდინარე მტკვარში 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები განახლდა

რუსთავში, მდინარე მტკვარში და სანაპიროზე 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები დილიდან განახლდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, 5 აგვისტოს საღამოს, საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა.
მაშველების მიერ საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე, წითელ ხიდამდე – საზღვრამდე ჩატარდა. ხილვადობის შეზღუდვის გამო საძიებო სამუშაოები წუხელ შეწყდა და დღეს დილიდან ისევ განახლდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა უცნობია სად მიემგზავრება
შემდეგი სტატია9 წელი ომიდან – “ევროპული საქართველოს” წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან