9 წელი ომიდან – “ევროპული საქართველოს” წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შიდა ქართლში 9 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები და თბილისის მერობის კანდიდატი ამ წუთებში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან.

პარტიის ლიდერებმა საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპულთა საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირების ხსოვნას, ვინც თავის სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აუცილებელია საქართველომ მტკიცედ გააგრძელოს სვლა ევროპისკენ და ნატოსკენ. ვინაიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ევროპა და ნატო გახლავთ საუკეთესო დაცვა ორსაუკუნოვანი რუსული აგრესიისგან,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, ის სამხედროები გაიხსენა, რომლებიც რუსულ აგრესიას შეეწირნენ. ელენე ხოშტარიამ აქვე დევნილები და ის ადამიანები გაიხსენა, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან უწევთ ცხოვრება.

„პირველ რიგში, ჩვენი მთელი ენერგია უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ რუსეთის საუკუნოვანი მცდელობა, გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო, არ დავუშვათ,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, მდინარე მტკვარში 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატია„სასაცილო და აბსურდული“ – მაიკ პენსი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას გამორიცხავს