რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარესთან ერთად რამდენიმე მოადგილეც გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს პირველი თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე თანამდებობაზე დატოვეს, გადააყენეს დანარჩენი ორი მოადგილე, თინა ლოცულაშვილი და ზაზა ჯაიანი.

მიღებულ გადაწყვეტილებებს 18 მომხრე ჰყავდა, 3-მა დეპუტატმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ბერიძე დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრია ზაზა ჯაიანი, თინა ლოცულაშვილი კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”.

საკრებულოში, ამ დროისთვის, კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ხმის მიცემა ფარულობის პრინციპის დაცვით ხდება.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს