რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა

რუსთავის მე-12 პენინტენციალურ დაწესებულებასთან დაწესებულებასთან ავტოკოლონა სიგნალებით მივიდა. კოლონა რუსთავისკენ თბილისიდან საპროტესტო მიზნით დაიძრა, ავტო-მსვლელობის მონაწილეები ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

რუსთავის ციხესთან მსვლელობა-აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ამ წუთებში ავტოკოლონა ტოვებს რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიას. აქცია-მსვლელობის მთავარი სათქმელი იყო “სოლიდარობა ნიკა მელიას”.

აქცია-მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

“ნიკა მელიას პატიმრობა, ისევე, როგორც გიორგი რურუასი, მალე დასრულდება. დასრულდება ან ივანიშვილის მმართელობის პირობებში, ან ივანიშვილის მმართველობა დასრულდება მალე. წლების განმავლობაში საქართველოს ნაშენები რეპუტაცია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სასწორზე შეაგდეს ასე უპასუხისმგებლოდ და პრაქტიკულად, დაანგრიეს. გვინდა, ადამიანურად გავამხნევოთ ჩვენი მეგობარი და სიმტკიცე ვუსურვოთ. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს”. – თქვა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება
შემდეგი სტატიათუ პრემიერმინისტრი, რომელიც ოპოზიციას ტერორისტებს უწოდეს, თანამდებობაზე დარჩება და ნიკა მელია პატიმრობაში დარჩება, შესაძლოა საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს