“რუსთავის აზოტის” თანამშრომლები აქციას მართავენ

რუსთავში საწარმო „აზოტის“ შესასვლელთან თანამშრომლები აქციას მართავენ. შეკრებილები ხელფასების 35 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საწარმოში მუშაობას არ გააგრძელებენ.

შეკრებილები ასევე ამბობენ, რომ ხელფასების გაზრდას დაჰპირდნენ, მაგრამ არ შეასრულეს.

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია დღეს პარლამენტში შევა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს