„რუსთავის 2“-ის წილის მფლობელი, პარლამენტარ კობა ნაყოფიას შვილი გახდა

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას შვილი გახდა.
ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.
თავის მხრივ, შპს „ტელეკომპანია საქართველოში“ წლების განმავლობაში წილები ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს ეკუთვნოდათ. 2017 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ყარამანიშვილი 40%-ს, ლევან ყარამანიშვილი კი 60 %-ს ფლობდა.

ის რომ საკონტროლო პაკეტის შეძენას  ნაყოფიები გეგმავდნენ ამაზე თაიმერმა ინფორმაცია 2 კვირის წინ გაავრცელა.

იხილეთ ბმული: https://www.timer.ge/koba-nakhopia-rusthavi2-is-tsilis-mplobeli-gakhda/

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: რესტორან „ოტიუმთან“ სასტუმრო არ აშენდება