რუსთავის 2″-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, არხის ახალი მფლობელის და დირექტორის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

რუსთავის 2″-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, არხის ახალი მფლობელის და დირექტორის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ეხება:

“უკვე 24 საათი გავიდა, რაც ჩვენი არხის ახალი გენერალური დირექტორისგან მოთხოვნის მიუხედავად რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია. “რუსთავის 2”-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი – “კურიერი”, “პოსტ სკრიპტუმი”, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელს და ხელმძღვანელს:

“რუსთავი 2”- ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია-გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

ჩვენ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის “რუსთავი-2”-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: გახარიას უფლება არ აქვს ახლა გადადგეს, არც ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალების“ წინაშე ვინმემ კაპიტულაცია გამოაცხადოს
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო