შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავი ორი ჩემია“ ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება.
ტელეკომპანიის 40 თანამშრომელი 2,5%-იანი წილის მფლობელი გახდება.
„რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანიის კოლექტივთან კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებენ.
საკითხზე კომენტარის გაკეთება არც არხის იურისტებმა და არც გია ყარამანიშვილმა ისურვეს.
ტელეკომპანიის გუნდის მიერ ჩამოყალიბებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შ.პს. „საქართველოს“ 51%-იანი წილის მმართველი იქნება.
არხის მფლობელებმა საკონტროლო პაკეტის თანამშრომლებისთვის გადაცემის მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს.