ქართველმა ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.,,ეს არის ის პრივილეგია, რომელიც ქართველმა ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა, თავისი ისტორიით, კულტურით, ბრძოლით საქართველოს თავისუფლებისთვის’’
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის კომენტარი
,,ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაბიჯი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ მანამ, სანამ არ გავხდებით ევროპის ყველა პოლიტიკურ-კულტურული და სამართლებრივი ინსიტიტუტის სრულფასოვანი წევრი. ყველას ვულოცავ ამ დღეს. ეს ნამდვილად დამსახურებული ნაბიჯია საქართველოსთვის და ვისურვებ, რომ ახლო მომავალში გავაგრძელებთ განვითარებას, წინსვლას და ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც პრაქტიკულად გახდება ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ნაბიჯი’’,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულები
შემდეგი სტატია„რუსთავი ორი ჩემია“ ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება