ტრამპის გამარჯვების შემდეგ შოტლანდიელებმა შვილებისთვის დონალდის დარქმევა შეწყვიტეს

შოტლანდიელებმა შვილებისთვის დონალდის დარქმევა პრაქტიკულად შეწყვიტეს – ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს “დონალდი” მხოლოდ შვიდ ახალშობილს დაერქვა. 2014 წლიდან ამ სახელის პოპულარობა ორჯერ შემცირდა. დამკვირებლები ამას აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირებენ.
2000-დან 2015 წლამდე შოტლანდიაში ყოველ წელს დაახლოებით 20 დონალდს ნათლავდნენ. 2016 წელს სახელი “დონალდი” მსოფლიოში პოპულარობით 442-ე ადგილზე იყო იდენთან, ლომონდსა და ჩესთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დედა ნიუ-იორკში 1930 წელს ემიგრირდა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი ორი ჩემია“ ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება
შემდეგი სტატიაDaily Mail-ი: ყველაზე იაფიანი ევროპული დასვენება