„რუსთავი 2 ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება“ – ბიძინა ივანიშვილის მორიგი კრიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ივანიშვილმა შეხვედრის დასაწყისში გაიხსენა სამი დღის წინ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრა და კვლავ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის საკითხზე:

“ამ შეხვედრამ დაასაბუთა ის, რაზეც მე მქონდა შეკითხვები რუსთავი 2-თან,. როცა ვაცხადებდი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ ჰყავთ მძევლად შეპყრობილი, ყიდულობს მათ სიცრუეს და რეაგირებებს ახდენს, ამიტომაც ვაკეთებდი რეაქციას. რამდენიმე დეტალს შეგახსენებთ, რადგან ეს თავდასხმად აღიქვეს რუსთავი 2-ელებმა, მედიაზე ზეწოლის ტოლფასად უნდათ გაყიდონ, ყველაზე მარტივი სტანდარტი, მხოლოდ ერთი ნაწილის გაშუქება არ უნდა იყოს, როცა მთავრობის წევრებს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ეხებათ.

ქალბატონი კვესიტაძე ჩემგან ითხოვდა პასუხებს, მე ვალდებული ვარ თუ კორუფციაზე ეჭვია, რეაგირება გავაკეთო, მედიას აქვს უდიდესი და უმაღლესი უფლებები და ვალდებულებები იმისა, რომ აკონტროლოს ხელისუფლება, მაქსიმალურად კრიტიკული იყოს, აბსოლუტურად მყისიერი რეაგირება უნდა გააკეთოს, რუსთავი 2 აკეთებს პირიქით, ის ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება, ყველა თეთრზე შავს იძახის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის სატელიტები“ – ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა „რუსთავი 2“-სა და „კავკასიას“