ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით. გუშინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრილი. შეძრულია მთელი საქართველო.

სამძიმარი გამოვუცხადოთ მშობლებსა და ახლობლებს. როგორც პოლიციაში განაცხადეს, დააკავეს ეჭვმიტანილი მკვლელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.

შსს-მ ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უმასპინძლა
შემდეგი სტატია„რუსთავი 2 ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება“ – ბიძინა ივანიშვილის მორიგი კრიტიკა