„რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი – უგულავა

„რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი, რომელსაც ქართული სახელმწიფო მომდევნო 10 წელი ვეღარ აღადგენს-ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გააკეთა. სამაუწყებლო “რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის და ზოგადად მედიის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლებასათან და „რუსთავი 2“-თან ერთად, ფსონი დევს სასამართლოზეც.

„სასამართლო პრაქტიკულად დანგრეულია. ეს ჩვენ კარგად გამოვცადეთ ამ ოთხი წლის მანძილზე. არც მანამდე არ იყო, სამწუხაროდ, დიდად თავისუფალ მდგომარეობაში, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი, რომელსაც ქართული სახელმწიფო მომდევნო 10 წელი ვეღარ აღადგენს. იმ მოსამართლეების მინდა ვუთხრა – თქვენ ხომ კარგად იცით, მეგობრებო, რომ პროფესიულ სიკვდილს მოაწერთ ხელს? მეორე კურსელი იურისტიც კი გეტყვით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ურთმელიძემ მიიღო და შემდეგ ნაზღაიძემ დაამოწმა, სამართალთან, კონსტიტუციასთან არანაირ კავშირში არ არის.

“ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს “რუსთავი2”, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, ეს არ არის მთავარი. ტესტი აქაც არს ძალიან მკაფიო – “რუსთავი2” არის მთავარი მედია-ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლებისგან. ჩვენნაირ ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ტესტი თავისუფლების, კონტროლდება თუ არა ესა თუ ის მედიასაშუალება და იმეორებს თუ არა სახელისუფლებო ნარატივს. ამ თვალსაზრისით, ეს არის თავისუფლების ბასტიონი და სწორედ დღეს თავისუფლების ხაზი გადის “რუსთავი2”-ზე. იქნება ისეთი “რუსთავი2”, როგორც დღეს არის, იქნება ქვეყანაში თავისუფლება, დავკარგავთ ჩვენ ამ თავისუფლებას, მაშინ ყველ ერთად აღმოვჩნდებით ისეთ ორმოში, რომ იქიდან ამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. თუ “რუსთავი2”-ზე მოხდა ის, რაც აქვს ხელისუფლებას და ივანიშვილის ჩაფიქრებული, მოხდება პოლიტიკის რადიკალიზაცია,“ – განაცხადა გიგი უგულავამ

banner
წინა სტატიაშიჩემთვის მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის დაცვა – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიაერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ – ნინო ჯანგირაშვილი