საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, როცა ერთ მედია საშუალებას თავის სარედაქციო პოლიტიკის გამო პრობლემები ექმნება ხელისუფლებასთან. ეს გზავნილია სხვა მედიებისადმი არ გამოხატონ კრიტიკული აზრი.
„ჩემთვის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დაუშვებელია, იმის გამო, რომ გარკვეული სარედაქციო პოლიტიკა აქვს კონკრეტულ არხს, მის წინაღმდეგ იქნას გამოყენებული ყველა მეთოდი/ ვფიქრობთ, ამას კონკრეტული მიზანი აქვს, გზავნილი გაიგზავნოს სხვა მედიასაშუალებთან მიმართებაში, ისინი არ იყვნენ კრიტიკულები,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.