რუსთაველზე გამართული აქციის დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულ საქმეზე მსჯელობა 29 დეკემბერს გაგრძელდება.

აქციაზე ორი პირი გუშინ დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

პარლამენტის შენობის წინ, “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : საჭიროა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა
შემდეგი სტატიასომალის დედაქალაქში აფეთქება მოხდა