სომალის დედაქალაქში აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს პორტთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. აფეთქება დანაღმული ავტომობილის შედეგად მოხდა.

ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ყველაზე ხშირად სომალიში ტერაქტებს ისლამური დაგუფება „აშ-შაბაბი“ ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე გამართული აქციის დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიასტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო