რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი ქართველი  გაათავისუფლეს-ინფორმაცია “თაიმერს” სუს-ში დაუდასტურეს.

რამდენიმე დღის წინ, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის ორი  მკვიდრი  და სოფელ კნოველის ერთი მკვიდრი  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიწეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ოკუპაციურმა რეჟიმმა მათ საზღვრის უკანონო კვეთაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი „ქართული მარშის“ მონაწილეთა განცხადებებს ეხმიანება
შემდეგი სტატია19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ფოთში 1 პირი დააკავეს