რუსი ოკუპანტები მარიუპოლში მამაკაცების „წმენდას“ ახორციელებენ

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში მამაკაცების გაძლიერებულ „წმენდას“ ახორციელებენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმიანოეში კაცები გადაჰყავთ.

ადგილზე, მათ საბუთებს ართმევენ, აღარ უშვებენ და აიძულებენ, „ბრძანებას“ დაელოდონ.

მამაკაცის თქმით, ისინი მარიუპოლიდან მხოლოდ საბუთებით, ყოველგვარი სხვა პირადი ნივთების გარეშე გადაჰყავთ და თან არაფრის წაღების უფლება არ აძლევენ.

პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები კაცებს კარგად არ კვებავენ. მისი თქმით, ზოგიერთ მათგანს ძილი მჯდომარედ უწევდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და გაშენებული ბაღი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დღეს დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია