რუსი ლიზას გერმანული ისტორიის გაგრძელება – ის ფსიქიატრიულში მოათავსეს

რუსი ლიზას გერმანული ისტორიის გაგრძელება - ის ფსიქიატრიულში მოათავსეს

რუსი ლიზას გერმანული ისტორიის გაგრძელება - ის ფსიქიატრიულში მოათავსეს13 წლის რუსი ლიზა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ბერლინში მიგრანტებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს, დღეს ფსიქოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამის შეასხებ “შპიგელს” უამბო ლიზას 39 წლის დედამ. მისი თქმით, გოგონას მდგომარეობა ძალიან რთულია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ემიგრანტების 13 წლის გოგონა ლიზა, 30 საათით იყო დაკარგული. როცა გამოჩნდა, მისმა მშობლებმა და ნათესავებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის მიგრანტებს ყავდათ გატაცებული და მთელი ამ ხნის მანძილზე აუპატიურებდნენ. ცნობამ ბერლინში მიგრანტების წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. რუს მიგრანტებთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციაზე გერმანელებიც გამოვიდნენ.

29 იანვარს ბერლინის პოლიციამ დაასრულა საქმის გამოძიება, საქმე დახურა და თქვა, რომ გოგონა არ ყოფილა გატაცებული, და ის მის 19 წლის გერმანელ მეგობართან იმყოფებოდა ღამე.

ლიზას ნათესავები ამტკიცებენ, რომ ბერლინის პოლიციამ საქმე ხელახლა აღძრა.
ოფიციალურად მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის სანაპიროს უმართავი გემი უახლოვდება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეინარჩუნოს