რუსი ლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლიბერთი ბანკს თავისი კომპანიის ფულის განბლოკვის მოთხოვნით უჩივის

რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლიბერთი ბანკს თავისი კომპანიის ფულის განბლოკვის მოთხოვნით უჩივის. MKD Law-მა „მეტალოინვესტის“ სახელით საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ალიშერ უსმანოვი ფლობს.

ადვოკატების თქმით, „მეტალოინვესტს“ რამდენიმე მილიონი ევრო ჰქონდა ლიბერთი ბანკში, რომელზე წვდომაც აშშ-ს სანქციების შემდეგ შეიზღუდა.

MKD Law-ში ნათქვამია, რომ ქართულმა სასამართლომ საბუთები უკვე მიიღო განსახილველად, თუმცა მთელ პროცესს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მანამდე MKD LAW წარმოადგენდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელში.

ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია ბავარიის სამხრეთში უსმანოვის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კერძო საკუთრებაში ჩხრეკის ჩატარებაზე.

banner
წინა სტატიაში„ამ სულისკვეთების განმსაზღვრელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი სტრუქტურის, საპატრიარქოს პოზიციაა“ – გიგა ბოკერია სასულიერო პირის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაგინტურის მკვლელობა – საოკუპაციო რეჟიმი ვიდეოს აქვეყნებს