„ამ სულისკვეთების განმსაზღვრელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი სტრუქტურის, საპატრიარქოს პოზიციაა“ – გიგა ბოკერია სასულიერო პირის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ კირბალის ტრაგედიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს მსხვერპლი სანთლად უნდა იქცეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობაში.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს სამარცხვინო პოზიცია უკვე ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მკვლელობამდე, როდესაც ადგილზე დაიძაბა სიტუაცია და საპატრიარქოს პრესსპიკერმა ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც ჩვენს ტერიტორიაზე დროშა აღმართა, პრაქტიკულად დააბრალა მტრის აგრესია და ამით გაამართლა მტერი.

„ეს პოზიცია ერთი კონკრეტული სასულიერო პირის სამარცხვინო განცხადება რომ იყოს, მცირე პრობლემა იქნებოდა, თუმცა ამ სულისკვეთების განმსაზღვრელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი სტრუქტურის, საპატრიარქოს პოზიციაა.

ეს არის მთავარი პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არიან სასულიერო პირები, რომელთაც აქვთ ჯანსაღი პოზიცია, უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ისინი აშკარად უმცირესობაში არიან“ – თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაში„ცალკეული სასულიერო პირის პოზიცია არ იქნებოდა ტრაგედია, თუმცა საპატრიარქოს იდენტური პოზიცია აქვს“ – თენგო კირთაძე სასულიერი პირის განცხადებაზე
შემდეგი სტატიარუსი ლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლიბერთი ბანკს თავისი კომპანიის ფულის განბლოკვის მოთხოვნით უჩივის