კობახიძე – მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით

ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში.

„ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვპირდებით ყველას, რომ სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის კანონის წინაშე ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს
შემდეგი სტატიაკობახიძე – სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება