რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლოდროს გააქტიურებულ მცდელობას მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება

“რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლოდროს გააქტიურებულ მცდელობას მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერ პოლიტიკური ძალის, მათ შორის თავად პრეზიდენტის მხრიდან ვიწრო პოლიტიკური თუ წინასაარჩევნო მიზნებისთვის თემის არასერიოზულად აქტუალიზება. სხვა და სხვა პოლიტიკური წრიდან ისმის შეთავაზებები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია, რათა აწარმოონ შედეგიანი მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვაკვირდები და ხშირად, თავიანთი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებით, ზიანი ადგება ქვეყნის ინტერესებს და მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივებს, რადგანაც საუბრობენ იმ თემებზე, რაც უნდა იყოს განხილული მოლაპარაკებების მაგიდასთან. საკითხის ფართო მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე მოლაპარაკებების და დიალოგის უფლებამოსილება გააჩნია ჩვენი ხალხის უმრავლესობის მიერ მაღალი ნდობის მანდატის მქონე ძალას და მის უფლებამოსილ პირს – საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უნდა გავაცნობიეროთ და სწორი შეფასებაც მივცეთ, რომ ლეგიტიმაციის მიღმა დარჩენილი ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ქმედებები ხელ-ფეხს უკრავს პერსპექტივებს და უფრო ართულებს ამ პრობლემას. მე კვლავ ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას და დამოკიდებულებას, ვფიქრობ, რაც უფრო ადრე შედგება ეფექტური და სოლიდური მოლაპარაკებები სახელმწიფოების დონეზე, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა”-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი

banner
წინა სტატიაში„მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა, მოიცავს წამებით, მკვლელობით დაშინებას” – ანა სუბელიანი დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“თეთრი ხმაურის მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს