რუსეთში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს

მოსკოვის ოლქში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟილინი ოდინცოვოს რაიონში ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს. უცნობმა პირმა მაგიდასთან მჯდომი ორი პირის ცეცხლი გაუხსნა და მიიამალა. ევგენი ჟილინი ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი პირი კი ჰოსპიტალიზებულია.

40 წლის ევგენი ჟილინის წინააღმდეგ უკრაინაში რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. ის ცნობილი იყო როგორც ევრომაიდანის აქტიური მოწინააღმდეგე.

მიმდინარე წლის იანვარში კიევის სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ადამიანის გატაცების ბრალდებით მასზე ძებნა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაში“გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის”
შემდეგი სტატია“ევროატლანტიკური საქართველოსთვის” პარტიებს მიმართავს, პროგრამასთან ერთად, მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებიც დაასახელონ