რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა დაელოდოს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა დაელოდოს. ის ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინა რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის, მაგრამ მიზნის მისაღწევად გუნდური მუშაობაა საჭირო.

“რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა დაელოდოს. ცუდი ამბავი: თუ ხვალ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები იქნებიან კიშინოვთან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა”, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სავალუტო ფონდი სპეციალურ ანგარიშს ქმნის, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თვეში 5 მილიარდ დოლარს მიიღებს – შმიგალი