რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი სამშობლოს 20% და აგრძელებს ამ ოკუპაციას – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრებისა და მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო.

“მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხელ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შესწირეს. ეს იყო ომი რუსეთთან და ეს მკაფიოდ უნდა ვთქვათ, იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი სამშობლოს 20% და აგრძელებს ამ ოკუპაციას. სწორედ ასეთი გმირების და ვაჟკაცების წყალობით და გმირობთ, ჩვენ კიდევ ვდგავართ და ვაგრძელებთ ცხოვრებას და ვაგრძელებთ შრომას იმისათვის, რომ დადგეს ის დღე, როცა საქართველო გაერთიანდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა