რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ კიევისთვის ბრძოლა, არამედ დაკარგა საკუთარი მომავალი – ზელენსკი

რუსებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს. ქალაქის ერთ-ერთ უბანზე ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ქალაქში აპირებდა ჩასვლას. უკრიანის პრეზიდენტი ხარკოვში მაინც ჩავიდა, საბრძოლო პოზიციები დაათვალიერა და ოლქის ხელმძღვანელობასთან თათბირიც ჩაატარა.

“ხარკოვის ოლქის მესამედი კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. თუმცა რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან. რაც შეეხება ბრძოლებს დონბასში. საოკუპაციო კონტინგენტისთვის სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა და მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა სტამბოლის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ზაზაძე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს