რუსეთმა ფხენიანის ატომურ გამოცდას “მთელი მსოფლიოსთვის საშიში” უწოდა

რუსეთმა ფხენიანის ატომურ გამოცდას

6 (3)რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს ჩატარებული ატომური წვრთნა, სერიოზულ საფრთხეს შეიცავს მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო კორეის ნახევარკუნძულისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის -წერს “ბიბისი”.
“საერთაშორისო ნორმების ასეთი დემონსტრაციული დარღვევა, საერთაშორისო თანამეგობრობისგან ყველაზე მკაცრ შეფასებას იმსახურებს” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადრე მსგავსი განცხადებებით გამოვიდნენ აშშ, იაპონია და ჩინეთი, რომელთა ინიციატივით დღეს, დღის მეორე ნახევარში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

დღეს დილით, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, უკვე მეხუთე ატომური ბომბის გამოცდის შესახებ. დღესვე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ მათი შეფასებით, “კორეამ, თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”.
წუხელ აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა რაიონში 5,3 მაგნიტუდის სეისმოლოგიური აქტიურობა დააფიქსირა. სამხრეთკორეელი სამხედროების განცხადებით, ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონა იყო.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია აქვეყნებს, რომ ბომბი ბალისტიკურ რაკეტაზე ქობინად შეიძლება დამონტაჟდეს.
6 სექტემბერს ფხენიანმა გაავრცელა, რომ კინ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების წვრთნებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ხათუნა ლაგაზიძე განაწყენდა, რომ საარჩევნო სიაში არ მოხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინა “ევროვიზია-2017”-ზე “შავ სიაში” მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არ დაუშვებს