მაია სანდუმ უკრაინაში ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა. ამის შესახებ მოლდოვას პირველმა პირმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

სანდუს თქმით, უკრაინის ქალაქებში ვითარება “წარმოუდგენელი ტრაგედიაა”.

“დღეს უკრაინაში ვარ. მოვინახულე ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი. სიტყვები არ მაქვს, ძალადობისა და ნგრევის იმ დონის გამო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა და ჩვენ მამაც, თავდაუზოგავ უკრაინელ ხალხს მთელი გულით ვუსურვებთ მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას და მათი ნებით არჩეულ სიცოცხლეს”, – წერს სანდუ.

banner
წინა სტატიაშიპირველი სიმპტომია, რომ ხელისუფლება არაფრის შესრულებას არ აპირებს – გოგიჩაიშვილი მიხეილ ჩინჩალაძის არჩევაზე
შემდეგი სტატიარუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა